4 ივნისი, 2025 BTA

მონაწილეობა პრაღის საერთაშორისო-სამეცნიერო კვლევით კონგრესში

2025 წლის  4-6 მაისს ბიზნესის და ტექნოლოგიების აკადემიამ ეკონომიკური განვითარების და სოციალური კვლევის ორგანიზაციის (IKSAD) წევრის სტატუსით მონაწილეობა მიიღო პრაღის საერთაშორისო-სამეცნიერო კვლევით კონგრესში.

აკადემიის მოხსენება, რომელიც მიეძღვნა მენეჯმენტის როლს თანამედროვე განათლების სისტემაში, გამოქვეყნდა საერთაშორისო შრომათა კრებულში.

კონგრესზე მოხსენებით წარსდგნენ აკადემიის რექტორი, ბიზნეს ადმინისტრირების დოქტორი სოფიო მაჭარაშვილი და სამართლებრივი უზრუნველყოფის მენეჯერი, სამართლის დოქტორი დევი ხვედელიანი.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემია ზრუნავს საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციების მოძიებაზე, რათა სტუდენტებს ხარისხიან განათლებასთან ერთად მისცეს განვითარების მეტი შესაძლებლობა.

მოხსენებას შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე

https://www.umteb.org/books

მონაწილეობა  პრაღის საერთაშორისო-სამეცნიერო კვლევით კონგრესში

პარტნიორი კომპანიები და ორგანიზაციები

ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემია თანამშრომლობს ორმოცდაათზე მეტ კომპანიასა და ორგანიზაციასთან. კომპანიები აქტიურად თანამშრომლობელ სტუდენტთა სტაჟირებისა და მათ შემდგომ დასაქმებაში