15 მარტი, 2026 BTA

BTA წარმომადგენლების მონაწილეობა IKSAD -ის მოწვევით ბაქოში - III საერთაშორისო ეკონომიკურ კონფერენციაზე

„ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემია“ (BTA) გლობალური სამეცნიერო დიპლომატიური ინსტიტუტის - IKSAD ის მოწვევით მონაწილეობა მიიღო ბაქოში - III საერთაშორისო ეკონომიკურ კონფერენციაზე, რომლის თემა იყო —
„ბიზნესი და ეკონომიკა გლობალური ტრანსფორმაციის ეპოქაში: თეორია, პოლიტიკა და პრაქტიკა“.
ფორუმის ფარგლებში BTA წარმოდგენილი იყო, როგორც სანდო საგანმანათლებლო ინსტიტუცია საქართველოდან, რომელმაც წარადგინა ქართველი ავტორის, სალომე სეხნიაშვილის კვლევა თემაზე:
„საყოფაცხოვრებო ნარჩენებით დაზიანებული ნიადაგის ხარისხის გაუმჯობესება ფიტორემედიაციის გზით“.
საერთაშორისო პლატფორმა IKSAD უკვე მრავალი წელია აერთიანებს მეცნიერებს, მკვლევრებსა და პროფესიონალებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან და ქმნის სივრცეს, სადაც მიმდინარეობს ინტერდისციპლინური დიალოგი ეკონომიკის, ბიზნესის, ტექნოლოგიებისა და სოციალური განვითარების თემებზე.
ვიზიტის ფარგლებში ხაზი გაესვა საერთაშორისო კვლევით თანამშრომლობას და იმ ახალ იდეებს, რომლის ფორმირება აუცილებელია თანამედროვე განათლებაში. ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიის რექტორს - ქალბატონ სოფიო მაჭარაშვილს სამახსოვრო საჩუქარები გადასცა IKSAD-ის პრეზიდენტმა და ბაქოს ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, არსებულ პროფესიულ ურთიერთობასა და მომავალში თანამშრომლობის გაღრმავების სურვილის გამოსახატად.
წლევანდელ კონფერენციაში მონაწილეობენ: საქართველო, აშშ, ჩინეთი, თურქეთი, ალბანეთი, აზერბაიჯანი, ბულგარეთი, ხორვატია, ეთიოპია, მოლდოვა, სერბეთი და ვიეტნამი.
BTA-სთვის მსგავს საერთაშორისო პლატფორმაზე მონაწილეობა წარმოადგენს მნიშვნელოვან შესაძლებლობას — გაძლიერდეს თანამშრომლობა საერთაშორისო აკადემიურ და პროფესიულ პარტნიორებთან, გაძლიერდეს ქართული საგანმანათლებლო და კვლევითი სივრცის ხილვადობა და საქართველო უფრო აქტიურად ჩაერთოს გლობალურ ეკონომიკურ და სამეცნიერო დიალოგში.
BTA   წარმომადგენლების მონაწილეობა   IKSAD -ის მოწვევით  ბაქოში - III საერთაშორისო ეკონომიკურ კონფერენციაზე
BTA   წარმომადგენლების მონაწილეობა   IKSAD -ის მოწვევით  ბაქოში - III საერთაშორისო ეკონომიკურ კონფერენციაზე
BTA   წარმომადგენლების მონაწილეობა   IKSAD -ის მოწვევით  ბაქოში - III საერთაშორისო ეკონომიკურ კონფერენციაზე
BTA   წარმომადგენლების მონაწილეობა   IKSAD -ის მოწვევით  ბაქოში - III საერთაშორისო ეკონომიკურ კონფერენციაზე
BTA   წარმომადგენლების მონაწილეობა   IKSAD -ის მოწვევით  ბაქოში - III საერთაშორისო ეკონომიკურ კონფერენციაზე
BTA   წარმომადგენლების მონაწილეობა   IKSAD -ის მოწვევით  ბაქოში - III საერთაშორისო ეკონომიკურ კონფერენციაზე
BTA   წარმომადგენლების მონაწილეობა   IKSAD -ის მოწვევით  ბაქოში - III საერთაშორისო ეკონომიკურ კონფერენციაზე
BTA   წარმომადგენლების მონაწილეობა   IKSAD -ის მოწვევით  ბაქოში - III საერთაშორისო ეკონომიკურ კონფერენციაზე
BTA   წარმომადგენლების მონაწილეობა   IKSAD -ის მოწვევით  ბაქოში - III საერთაშორისო ეკონომიკურ კონფერენციაზე

პარტნიორი კომპანიები და ორგანიზაციები

ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემია თანამშრომლობს ორმოცდაათზე მეტ კომპანიასა და ორგანიზაციასთან. კომპანიები აქტიურად თანამშრომლობელ სტუდენტთა სტაჟირებისა და მათ შემდგომ დასაქმებაში.