10 დეკემბერი, 2025 BTA

საერთაშორისო სასწავლო პროექტს Front-end დეველოპმენტის მიმართულებით

„ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიის“ ხელშეწყობითა და ინიციატივით, აკადემიის ახალგაზრდა მასწავლებელი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და პროფესიული უნარების სააგენტოს მიერ ორგანიზებულ კონკურსზე წარსდგა, სადაც იგი საუკეთესო კანდიდატებს შორის შეირჩა და დაესწრო ესტონეთში პროფესიული განათლების მასწავლებლების საერთაშორისო სასწავლო პროექტს Front-end დეველოპმენტის მიმართულებით
პროექტი მოიცავდა ტრენინგებს, ინოვაციურ მიდგომებსა და სწავლების თანამედროვე პრაქტიკის გაზიარებას. მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას მარიამი გაუზიარებს აკადემიის კოლეგებს და აქტიურად დანერგავს მიმდინარე სასწავლო პროცესში - რაც კიდევ უფრო გააძლიერებს სწავლების ხარისხს და სტუდენტების პროფესიულ განვითარებას
ჩვენი აკადემიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია თანამშრომლების კარიერულ ზრდასა და განვითარებაზე ზრუნვა და მომავალშიც აქტიურად შევუწყობთ ხელს საკუთარ მასწავლებლებს კარიერულ წინსვლასა და საერთაშორისო გამოცდილების მიღებაში!
საერთაშორისო სასწავლო პროექტს Front-end დეველოპმენტის მიმართულებით
საერთაშორისო სასწავლო პროექტს Front-end დეველოპმენტის მიმართულებით

პარტნიორი კომპანიები და ორგანიზაციები

ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემია თანამშრომლობს ორმოცდაათზე მეტ კომპანიასა და ორგანიზაციასთან. კომპანიები აქტიურად თანამშრომლობელ სტუდენტთა სტაჟირებისა და მათ შემდგომ დასაქმებაში.