5 დეკემბერი, 2025 BTA

სიცოცხლის გადასარჩენად უნიკალური თანამედროვე დეფიბრილატორი უკვე საჩხერის ფილიალშიც

BTA – პიონერი სიცოცხლის გადასარჩენად!
ვინაიდან ჩვენთვის თითოეული სტუდენტისა და პერსონალის სიცოცხლე ძვირფასია, აკადემიამ მიიღო გადაწყვეტილება შეეძინა ავტომატური გარეგანი დეფიბრილატორი, რომელიც აღჭურვილია გულ-ფილტვის რეანიმაციის სენსორით და საერთაშორისო სერტიფიკატის მფლობელია.
სწორად გამოყენებული ავტომატური გარეგანი დეფიბრილატორი სიცოცხლის გადარჩენის რეალური შანსია – და ახლა უკვე ის BTA-ს თბილისისა და საჩხერის ფილიალებშია!
სპეციალურად ამ ინიციატივის ფარგლებში, საჩხერის განყოფილებაში ჩატარდა ტრენინგი პირველადი დახმარებისა და დეფიბრილატორის სწორად გამოყენების შესახებ. მოწვეული იყო კარდიოლოგი და მედიცინის აკადემიური დოქტორი ელენე შენგელია, რომელმაც სტუდენტებსა და ადმინისტრაციას პრაქტიკული ცოდნა გაუზიარა.
BTA განათლების ხარისხთან ერთად,თქვენი სიცოცხლის გარანტიაზეც ზრუნავს.
სიცოცხლის გადასარჩენად უნიკალური თანამედროვე დეფიბრილატორი უკვე საჩხერის ფილიალშიც
სიცოცხლის გადასარჩენად უნიკალური თანამედროვე დეფიბრილატორი უკვე საჩხერის ფილიალშიც
სიცოცხლის გადასარჩენად უნიკალური თანამედროვე დეფიბრილატორი უკვე საჩხერის ფილიალშიც

პარტნიორი კომპანიები და ორგანიზაციები

ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემია თანამშრომლობს ორმოცდაათზე მეტ კომპანიასა და ორგანიზაციასთან. კომპანიები აქტიურად თანამშრომლობელ სტუდენტთა სტაჟირებისა და მათ შემდგომ დასაქმებაში.