2024 წლის 2 მაისს, ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიამ კიდევ ერთ სკოლას უმასპინძლა, ამჯერად პროფორიენტაციის შეხვედრას შპს თბილისის საშუალო სკოლა „ლამპარი“-ს მოსწავლეები ესწრებოდნენ.
დღევანდელ შეხვედრას უძღვებოდა შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი - მარიამ ბარნოვი, რომელმაც ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა მოსწავლეებს ჩვენი კოლეჯისა და პროფესიული პროგრამების შესახებ.
ასევე, პროფესიული პროგრამის „აღმზრდელი“ პედაგოგმა, მაია ლომაძემ, მოსწავლეებს გააცნო აღნიშული პროგრამის სპეციფიკა და მახასიათებლები.
აკადემიის ადმინისტრაციის წარმომადგენლები იყვნენ: ირინა მაჭარაშილი, მარიამ პაპიძე, ზურაბ დოღაძე და ნინო თამაზაშვილი.