27 თებერვალი, 2024 BTA

ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიამ USAID-ის მხარდაჭერით, მასშტაბური პროექტის დაწყება აღინიშნა

27თებერვალს სასტუმრო პარაგრაფში ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიამ  USAID-ის მხარდაჭერით, მასშტაბური პროექტის დაწყება აღინიშნა.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიამ 2023 წლის აგვისტოში ქალაქ საჩხერეში (2900 კვ. მ  ფართის) საგანმანათლებლო ჰაბის მშენებლობა დაიწყო, რომელიც ამჟამად დასრულების ეტაპზეა.

საჩხერეში ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიის მიერ  აშენებულ სასწავლო ცენტრში  USAID-ის მხარდაჭერით, საქართველოში პირველი ქართული სტუმარ-მასპინძლობის სკოლის ჩამოყალიბებას   ჩაეყარა საფუძველი.

სკოლა სტუმარ-მასპინძლობის სექტორში, როგორც იმერეთში, ასევე დასავლეთ საქართველოს რეგიონების მასშტაბით  მსმენელთა მომზადება/გადამზადებას შეძლებს და ხელს შეუწყობს მათ დასაქმებას.

აკადემიის მიერ იმერეთის რეგიონში ჩატარებული კვლევებით დასტურდება, რომ  აღნიშნულ სექტორში კადრებზე განსაკუთრებული მოთხოვნაა.

ახალაშენებული შენობის მასშტაბურობიდან გამომდინარე საჩხერის ფილიალში დაგეგმილია  სტუდენტების რაოდენობის გაზრდა და ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის სხვადასხვა  მიმართულებებით პრიორიტეტული და მოთხოვნადი  სადიპლომო პროგრამების დამატებაც. კოლეჯს ახალი  სასწავლო სივრცე 1200 მდე სტუდენტის მიღების საშუალებას მისცემს.

USAID საქართველოში ხელს უწყობს ახალი შესაძლებლობების შექმნას

პარტნიორი კომპანიები და ორგანიზაციები

ბიზნესისა და ტექნოლოგიების ორგანიზაცია თანამშრომლობს ორმოცდაათზე მეტ კომპანიასა და ორგანიზაციასთან. კომპანიები აქტიურად თანამშრომლობელ სტუდენტთა სტაჟირებისა და მათ შემდგომ დასაქმებაში