ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიამ N10 პენიტენციურ დაწესებულების მსჯავრდებულები მეწარმეობის მიმართულებით გადაამზადა.
სასწავლო კურსში 19 მსჯავრდებული ჩაერთო და მათ ბიზნესის დაგეგმვა/რეგისტრაციის, პროდუქციის მომსახურება/რეალიზაციისა და შრომითი ურთიერთობების შესახებ, დეტალური ინფორმაცია მიიღეს.
მსჯავრდებულებს სერტიფიკატები აკადემიის რექტორმა სოფიო მაჭარაშვილმა გადასცა.
აკადემიის ახდმინისტრაცია მადლობას უხდის პროგრამის განმახორციელებელ პირს ნინა რაჟმაშვილს გაწეული შრომისთვის
ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემია თანამშრომლობს ორმოცდაათზე მეტ კომპანიასა და ორგანიზაციასთან. კომპანიები აქტიურად თანამშრომლობელ სტუდენტთა სტაჟირებისა და მათ შემდგომ დასაქმებაში.