19 ივნისს BTA-ში წარმატებით ჩატარდა პრაქტიკული ვორქშოპი, რომელსაც ვორქშოფის სულისშთამბერავი ნანა ქაშიბაძე გაუძღვა.
ვორქშოფს ესწრებოდნენ აღმზრდელის პროფესიული პროგრამის სტუდენტები და კურსდამთავრებულები, ასევე პროფესიული გადამზადების პროგრამების მსმენლები და კურსდამთავრებულები.
ტრენინგი დატვირთული იყო პრაქტიკული აქტივობებით, ინოვაციური მეთოდების გაცნობითა და გამოცდილების გაზიარებით. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ არა მხოლოდ თეორიული ცოდნის გაღრმავების, არამედ თანამედროვე, ბავშვზე ორიენტირებული მიდგომების პრაქტიკაში გამოცდის, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროში.
ფოტოებზე ასახულია მხოლოდ ნაწილი იმ საინტერესო და შემოქმედებითი სასწავლო პროცესისა, სადაც მოქმედმა და მომავალმა აღმზრდელებმა შეისწავლეს ბავშვების ფიზიკური, სენსორული და შემოქმედებითი განვითარების ხელშემწყობი აქტივობები!
მადლობას ვუხდით მონაწილეებს აქტიური ჩართულობისთვის
აგრეთვე დიდი მადლობა ნანა ქაშიბაძეს შემეცნებითი და სახალისო ინიციატივისთვის!