2026 წლის საგაზაფხულო მიღების ფარგლებში, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩასარიცხად საჭირო დოკუმენტაციის წარდგენის ვადად განისაზღვრა:
2026 წლის 06 ივლისიდან 09 ივლისის ჩათვლით 10:00 – 20:00 საათამდე
დოკუმენტების მიღების მისამართები:
- ქ. თბილისი, წერონისის ქუჩა №208
- ქ. თბილისი, დადიანის ქ. №28
ჩასარიცხად წარმოსადგენი დოკუმენტები:
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი (ასლი დარჩება აკადემიაში, დედანი დაუბრუნდება აპლიკანტს);
- დაბადების მოწმობის ასლი (არასრულწლოვანი აპლიკანტის შემთხვევაში);
- 2 (ორი) ფერადი ფოტოსურათი (3×4);
- კანონიერი წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი (საჭიროების შემთხვევაში);
- არასრულწლოვანი, შეზღუდულქმედუნარიანი ან მხარდაჭერის მიმღები აპლიკანტის შემთხვევაში:
- მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი განცხადება (საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის მოთხოვნების შესაბამისად);
- მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- საბაზო, სრული ზოგადი, პროფესიული ან უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (პროგრამის დაშვების წინაპირობის შესაბამისად);
- უცხოეთში მიღებული განათლების შემთხვევაში – განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი;
- 17-დან 27 წლამდე პირებისთვის (გარდა კანონით გათვალისწინებული გამონაკლისებისა) – წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის ან აღრიცხვიდან მოხსნის დამადასტურებელი დოკუმენტი.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 574 00 80 80