2026 წლის საგაზაფხულო მიღებაზე დარეგისტრირებულ აპლიკანტთათვის პროფესიულ საგანმანთლებლო პროგრამებზე შერჩევის თარიღები:
- სსსმ/შშმ პირის სტატუსის მქონე პირთათვის პროფესიული მოსინჯვა ჩატარდება - 16 ივნისი;
- პირისთვის ვისაც მითითებული აქვს შემდეგი ენა აზერბაიჯანული/რუსული მოტივაციური გასაუბრება ჩატარდება - 16 ივნისი;
- იმ შემთხვევაში, თუ საბაზო/საშუალო პროფესიულ საგანამანთლებლო პროგრამაზე რეგისტრირებული აპლიკანტი ვერ გამოცხადდა შეფასებაზე, მას საშუალება აქვს განმეორებით ერთხელ გავიდეს გასაუბრებაზე.
- განსხვავებულ თარიღში შეფასების უზრუნველყოფის მოთხოვნით აპლიკანტმა, 12 ივნისის ჩათვლით უნდა მიმართოს აკადემიას და მოითხოვოს განმეორებით შეფასებაზე დაშვება;
- დამატებითი მოტივაციური გასაუბრების თარიღია 16 ივნისი;
თარიღის შესახებ ინფორმაციას მიიღებთ მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით იმ ტელეფონის ნომერზე, რომლითაც დარეგისტრირდით vet.ge-ზე იმისთვის რომ გამოცდის კონკრეტული დრო და ადგილი დაადგინოთ გადიხართ შემდეგ პროცედურას:
- შედიხართ პორტალზე vet.ge-ზე:
- ხსნით ავტორიზაციის ფანჯარას;
- შესაბამის ველში წერთ რეგისტრაციისას მითითებულ პირად ნომერს და პაროლს;
- ხსნით წითელი ფერისაა ფანჯარას, რომელსაც აწერია- პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამები;
- ხსნით საგამოცდო ბარათს;
- ნახულობთ ინფორმაციას: დღე, რიცხვი, საათი და ადგილი სად ჩატარდება შერჩევა
შერჩევის პროცედურების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ: https://www.bta.edu.ge/storage/documents/1773412036.pdf
გისურვებთ წარმატებებს;