3 ივნისი, 2026 BTA

2026 წლის საგაზაფხულო მიღების აპლიკანტების საყურადღებოდ

2026  წლის საგაზაფხულო მიღების აპლიკანტების საყურადღებოდ

მე-3 და მე-4 დონის  პროფესიულ საგანმანთლებლო პროგრამებზე მოტივაციური გასაუბრების თარიღები:

  • ინფორმაციის ტექნოლოგია - მოტივაციური გასაუბრება  8,9 ივნისი;
  • ელექტროობა - მოტივაციური გასაუბრება  8, 9 ივნისი ;
  • ტვირთების ექსპედირება (არაინტეგრირებული)   8 ივნისი;
  • ტვირთების ექსპედირება (ინტეგრირებული)   8 ივნისი;
  • Front and დეველოპმენტი(არაინტეგრირებული) 8, 9 ივნისი;
  • Front and დეველოპმენტი(ინტეგრირებული) 8 ივნისი;

იმ შემთხვევაში, თუ საბაზო/საშუალო პროფესიულ საგანამანთლებლო პროგრამაზე რეგისტრირებული აპლიკანტი  საპატიო მიზეზით ვერ გამოცხადდა შეფასებაზე, მას საშუალება აქვს განმეორებით ერთხელ გავიდეს  გასაუბრებაზე.

განსხვავებულ თარიღში შეფასების უზრუნველყოფის მოთხოვნით აპლიკანტმა,  დადგენილ ვადებში, წერილობითი განცხადებით უნდა მიმართოს აკადემიას და მოითხოვოს  განმეორებით შეფასებაზე დაშვება;

თარიღის შესახებ ინფორმაციას მიიღებთ მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით იმ ტელეფონის ნომერზე, რომლითაც დარეგისტრირდით vet.ge-ზე

იმისთვის რომ გამოცდის კონკრეტული დრო და ადგილი დაადგინოთ გადიხართ შემდეგ პროცედურას:

  • შედიხართ პორტალზე vet.ge-ზე:
  • ხსნით ავტორიზაციის ფანჯარას;
  • შესაბამის ველში წერთ რეგისტრაციისას მითითებულ პირად ნომერს და პაროლს;
  • ხსნით  ფანჯარას, რომელსაც აწერია- პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამები;
  • ხსნით საგამოცდო ბარათს;
  • ნახულობთ  ინფორმაციას: დღე, რიცხვი, საათი და ადგილი სად ჩატარდება შერჩევა

შერჩევის პროცედურების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ: https://bta.edu.ge/storage/documents/1773412036.pdf 

გისურვებთ წარმატებებს;

პარტნიორი კომპანიები და ორგანიზაციები

ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემია თანამშრომლობს ორმოცდაათზე მეტ კომპანიასა და ორგანიზაციასთან. კომპანიები აქტიურად თანამშრომლობელ სტუდენტთა სტაჟირებისა და მათ შემდგომ დასაქმებაში.