საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე საჩხერეში ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიას ეწვია, სადაც სასწავლო პროცესის მიმდინარეობას გაეცნო და აკადემიის თანამშრომლებს შეხვდა.
ვიზიტის ფარგლებში მინისტრს აკადემიის ინფრასტრუქტურა რექტორმა, სოფიო მაჭარაშვილმა დაათვალიერებინა და დაწესებულების საქმიანობის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა აკადემიის საგანმანათლებლო პროგრამებზე, მათ შესაბამისობაზე შრომის ბაზრის მოთხოვნებთან და სტუდენტებისთვის შექმნილ შესაძლებლობებზე.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემია წარმოადგენს მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ავტორიზებულ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებას, რომელიც თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად ახორციელებს შრომის ბაზარზე მოთხოვნად პროგრამებს. აკადემია აქტიურად თანამშრომლობს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო პარტნიორებთან, რაც სტუდენტებს აძლევს პრაქტიკული გამოცდილებისა და შემდგომი დასაქმების რეალურ შესაძლებლობებს.
აკადემიის მთავარი მიზანია სტუდენტების პროფესიული განვითარება და მათი კონკურენტუნარიანობის გაზრდა როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო შრომის ბაზარზე.
მინისტრთან ერთად აკადემიაში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრი პაატა კვიჟინაძე, საჩხერის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ივანაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩხიკვაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემია თანამშრომლობს ორმოცდაათზე მეტ კომპანიასა და ორგანიზაციასთან. კომპანიები აქტიურად თანამშრომლობელ სტუდენტთა სტაჟირებისა და მათ შემდგომ დასაქმებაში.