20 ოქტომბერი, 2025 BTA

ახალი სახელმძღვანელოს პრეზენტაცია

2025 წლის 16 ოქტომბერს ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიაში ახალი სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართა!
„სიმაღლეზე მუშაობისთვის განკუთვნილი ინდივიდუალური დაცვის საშუალებები“ – ასე ჰქვია სახელმძღვანელოს, რომელიც აკადემიის მხარდაჭერით და უშუალოდ რექტორის - სოფიო მაჭარაშვილის ინიციატივით გამოიცა.
სახელმძღვანელოს ავტორი, აკადემიის პროფესიული მასწავლებელი და შრომის უსაფრთხოების აკრედიტირებული სპეციალისტი ნუგზარ ციხელაშვილია. გამოცემა უნიკალური შესაძლებლობაა, რომელიც საშუალებას მისცემს პროფესიონალებს და სტუდენტებს უფრო ღრმად შეისწავლონ უსაფრთხოების სტანდარტები და პრაქტიკული მიდგომები.
ღონისძიების ოფიციალური ნაწილი აკადემიის რექტორის სოფიო მაჭარაშვილის მისასალმებელი სიტყვით გაიხსნა, დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს ნუგზარ ციხელაშვილმა - სახელმძღვანელოს ავტორმა და ასევე პროფესიული უსაფრთხოების დოქტორმა, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა - დავით კუხალაშილმა, შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსის მოადგილემ -მაია მიქაიამ , ნაძალადების რაიონის გამგებლის მოადგილემ ნიკოლოზ კანდელაკმა , -განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა - მაია აბდალაძემ და სხვა მოწვეულმა სტუმრებმა.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემია საქართველოში პროფესიული განათლების ერთ-ერთი ლიდერია, მუდმივად ზრუნავს სტუდენტთა და პერსონალის პროფესიულ განვითარებაზე, ქმნის თანამედროვე სასწავლო გარემოს და სთავაზობს როგორც თეორიულ ცოდნას, ისე პრაქტიკულ გამოცდილებას.
აღნიშნული სახელმძღვანელო არა მხოლოდ თეორიული ცოდნის წყაროა, არამედ პრაქტიკული ინსტრუმენტიც, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყანაში უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნას.
ღონისძიება ტორტის გაჭრის ცერემონიალით დასრულდა.
ახალი სახელმძღვანელოს პრეზენტაცია
ახალი სახელმძღვანელოს პრეზენტაცია
ახალი სახელმძღვანელოს პრეზენტაცია
ახალი სახელმძღვანელოს პრეზენტაცია
ახალი სახელმძღვანელოს პრეზენტაცია
ახალი სახელმძღვანელოს პრეზენტაცია
ახალი სახელმძღვანელოს პრეზენტაცია
ახალი სახელმძღვანელოს პრეზენტაცია
ახალი სახელმძღვანელოს პრეზენტაცია
ახალი სახელმძღვანელოს პრეზენტაცია

პარტნიორი კომპანიები და ორგანიზაციები

ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემია თანამშრომლობს ორმოცდაათზე მეტ კომპანიასა და ორგანიზაციასთან. კომპანიები აქტიურად თანამშრომლობელ სტუდენტთა სტაჟირებისა და მათ შემდგომ დასაქმებაში.