13 ოქტომბერი, 2025 BTA

სამოქმედო გეგმის შუალედური ანგარიშის განხილვა

2025 წლის 10  ოქტომბერს ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიაში გაიმართა აკადემიის 2025-2026 წლის ერთწლიანი სამოქმედო გეგმის შუალედური ანგარიშის განხილვა.

შეხვედრა ჩატარდა აკადემიის სტრატეგიული დაგეგმარების, მონიტორინგისა და შეფასების მეთოდოლოგიის მოთხოვნების შესაბამისად. მუხლი 30-ის (სტრატეგიული და სამოქმედო გეგმების მონიტორინგი და შეფასება) პუნქტი 30.5 განსაზღვრავს, რომ ერთწლიანი სამოქმედო გეგმის შუალედური ანგარიში უნდა მომზადდეს გეგმის შესრულებიდან 6 თვის შემდეგ.

შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა სამოქმედო გეგმის შესრულების მიმდინარეობა, განხორციელებული  აქტივობები, ამოცანების შესაბამისობა არსებული საჭიროებებთან, შესაძლო ცვლილებები და განხორციელების ვადების დაცვა.

სამუშაო შეხვედრას ესწრებოდა ნინო ელბაქიძე — ზრდასრულთა განათლების ინსტიტუტის დამფუძნებელი, პროფესიული განათლების ექსპერტი, ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის განათლების მაგისტრი და მაგდებურგის უნივერსიტეტის სერტიფიცირებული მასტერ ტრენერი, რომელმაც აკადემიის მიღწევები საუკეთესო პრაქტიკის მაგალითად მოიყვანა და ხაზგასმით აღნიშნა გეგმის მიზანმიმართული განხორციელების მნიშვნელობა.

სამოქმედო გეგმის შუალედური ანგარიშის განხილვა
სამოქმედო გეგმის შუალედური ანგარიშის განხილვა
სამოქმედო გეგმის შუალედური ანგარიშის განხილვა
სამოქმედო გეგმის შუალედური ანგარიშის განხილვა
სამოქმედო გეგმის შუალედური ანგარიშის განხილვა
სამოქმედო გეგმის შუალედური ანგარიშის განხილვა
სამოქმედო გეგმის შუალედური ანგარიშის განხილვა
სამოქმედო გეგმის შუალედური ანგარიშის განხილვა

პარტნიორი კომპანიები და ორგანიზაციები

ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემია თანამშრომლობს ორმოცდაათზე მეტ კომპანიასა და ორგანიზაციასთან. კომპანიები აქტიურად თანამშრომლობელ სტუდენტთა სტაჟირებისა და მათ შემდგომ დასაქმებაში.